logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი სომხურ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო
- +

27 მარტი. 2016. 18:04


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად  „სურბ გევორგის" საკათედრო ტაძარში  სომხური აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა.


დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავ.  ვულოცავ  ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვებ. 
ჩვენი ორი ერი არის ქრისტიანობის საყრდენი ამ რეგიონში.  ჩვენ ერთმანეთის  ტრადიციებს  და კულტურას პატივს  ოდიგანვე ვცემდით და მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ",- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.



საზეიმო ლოცვას საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი  და საქართველოში სომხური რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner