საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმრის წერილები თურქ კოლეგებს: თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრებს გაუგზავნა.
„ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ თურქ ხალხსა და პარტნიორ სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად შეებრძოლება ტერორიზმს მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად", - ნათქვამია ნოდარ ხადურის სამძიმრის წერილებში.