სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, თუ სირიელი ხალხი გადაწყვეტს, ის მზად არის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.
„როდესაც სირიელ ხალხს არ მოუნდება ჩემი ხილვა ამ თანამდებობაზე, მე მას უცებ დავტოვებ. ადრეა ამ საკითხის განხილვა. ტერორიზმზე გამარჯვების გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება ნაყოფიერი არ იქნება. ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად უნდა გაიმართოს დიალოგი სირიის მომავალზე, რაც მოიცავს პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. მაშინ ჩვენ შევძლებთ არჩევნების ჩატარებას, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებას, შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მხოლოდ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების, თუ სირიელ ხალხს მოუნდება ეს", - განაცხადა ბშარ ალ-ასადმა.