მსახიობ გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" „შაზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით საუბრობს:
„მე რომ მკითხოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დიდი ხანია აღარ არსებობს. ყველაზე დაბალი დონის არხი იყო, დედამიწის ზურგზე რაც კი არსებულა. არხს აღარავინ აღარ უყურებდა. დანგრეულ და გაუბედურებულ შენობაში რა უნდა მოეხერხებინათ? ძალიან დაბალი დონის გადაცემები ჰქონდათ და თუ შეჩერდება, ძალიან კარგი იქნება. ხალხი მეცოდება, რომელიც უმუშევარი რჩება", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.