ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის მიწურულს ამერიკის ლიდერს ევროპის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ში ეს მოგერინის პირველი ვიზიტია. როგორც მოგერინმა თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრამპის ადმინისტრაციასთან გამართულმა შეხვედრებმა იგი დაარწმუნა, რომ აშშ მზად არის ირანის ბირთვული გარიგების სრულ განხორციელებას მხარი დაუჭიროს. მისი თქმით, ახალმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება ევროკავშირში აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნისა და აშშ-ევროპას შორის შეფერხებული სავაჭრო მოლაპარაკებების მხრივ პროგრესული ნაბიჯის გადადგმის თაობაზე.