logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: პროტესტანტები უფლებებს იცავენ?! ვის უფლებებს?!
- +

10 თებერვალი. 2017. 23:15


 


ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი" რომ სავალალო მდგომარეობაში იყო წლების განმავლობაში და ერთი ცნობილი ქართული ტელევიზიის უბადრუკი კალკი, - ვისი ბრალია, ხომ ვერ მეტყვიან პროტესტანტები?! უფლებებს იცავენ?! ვის უფლებებს?! რა ხდება?!

ჩვენ გვინდა პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების ინტერესების გამტარებელი ტელევიზია და არა პოლიტიკურიპარტიებისა და "ორიენტირებული" შნირები,  რომლებიც საზოგადოებრივი ტელევიზიის ეკრანებიდან თავიანთ უმწიფარ და უპასუხისმგებლო პროპაგანდას ეწევიან!

ანალიზზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული არცერთი ღირებული პოლიტიკური გადაცემა...  რაღაც აგიტაცია-პროპაგანდის დონის პრიმიტიული გადაცემები, არაფერი, რაც ასახავდა მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

უმწიფრობის და აგრესიული უაზრო პროპაგანდის დამადასტურებული შოუები...  რა უნდა ამ ხალხს „საზოგადოებრივ მაუწყებელში"?! ვინ ქმნის იმ მახინჯ ინფორმაციულ პოლიტიკას?! პასუხი ვის აქვს?!" , -წერს გიორხელიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner