logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: რაც მათ გაუკეთეს მედიას - აი რა იყო შტურმით აღება!
- +

11 თებერვალი. 2017. 01:11


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცები" და „ნეონაცები" აკრავენ პლაკატს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წარწერა ღაღადებს -„არა მედიაზე შტურმს". ჯერ ვიფიქრე, რა ცინიზმია მეთქი, მას შემდეგ რაც მათ ერთად გაუკეთეს მედიას ამ ქვეყანაში, რაც გაუკეთეს „იმედს" და „იბერიას". აი რა იყო შტურმით აღება!!!!... ამათ ნამდვილად არა აქვთ ასეთი მოწოდების უფლება მეთქი.

 

მერე ვიფიქრე, იქნებ და ეს პლაკატი სხვანაირად უნდა მივიღოთ? იქნებ და გაუნათდათ გონება და „საზმაუს" შენობაში გუშინდელი შეჭრის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მედიაზე შტურმი მართლაც დაუშვებელია და მორიგი შეცდომა აღიარეს ამით? მესმის რომ „მაინორ იშშუა" და „თეიკითიზი" უნდა, მაგრამ მე არ მჯერა, ასეთი ტრანსფორმაციის",- წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner