ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
თუ ეს ემოცია, თუ ეს გულწრფელობა, თუ საქმისადმი ასეთი გენეტიკური ერთგულება შეუმჩნეველი დარჩება და არ დაფასდება, თუ ზენონ კაცია, ადამიანი რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია ქართული ტელვიზიის ფლაგმანს და თავისი საქმე, ტელევიზიისადმი სიყვარული და ერთგულება გადააბარა ამ მიზნით გამოზრდილ შვილიშვილს, საფლავში გადატრიალდება უმადურობის გამო, წყალს წაუღია ყველა რეფორმა, რომელსაც ე.წ. საზმაუში აპირებენ.
ტელევიზიას. მის დონეს, რეპუტაციას ქმნიდნენ, ქმნიან და კვლავაც შექმნიან კაციას მსგავსი პროფესიონალები და ადამიანები და არა საზმაუში საგასტროლოდ, კარიერისა და ფულის საკეთებლად მისული ტიპები, რომელთა გვარები ყველამ იცოდა და იცის.
მჯერა რომ ამ კატეგორიას არასდეს მიეკუთვნება ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც კი არის ჯერჯერობით „უცხო" პირველი არხისთვის, მაგრამ აქამდე არ იყო უცხო სიბრძნისა და კეთილშობილებისთვის.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=37236