logo_geo
eng_logo
ნიკა კაცია: ტელევიზიაში, ჩემთვის ვიჯექი და მივხვდი, რომ...
- +

11 თებერვალი. 2017. 02:04


 

 

„მეორე საზოგადოებრივის" ჟურნალისტი ნიკა კაცია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს პირველად შემეშინდა. ტელევიზიაში, ჩემთვის ვიჯექი და მივხვდი, რომ მაგრად მეტირებოდა. არ ვიტირე! თავი ბოლომდე შევიკავე! ახლაც მეტირება და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თუნდაც ერთი ცრემლი შეიძლება ჩამოცურდეს ღაწვებზე იმ მიზეზით, რომ შესაძლოა „საზოგადოებრივის" კედლებს მიღმა დავრჩე...

 

ემოციების გაზიარება არასდროს მიჭირდა და იმ წამის შესახებ დავწერე, რომელიც ერთ სრულ ცხოვრებას უდრის... რა ცუდი შეგრძნებაა, როცა უსამართლობა ტურასავით დაძრწის და არ იცი მოგეპარება, თუ შენ დაასწრებ, კუდში ხელი წაავლო!", - წერს  კაცია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner