logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: თამარ კინწურაშვილი გიგა ბოკერიას პირადი მონა იყო!
- +

11 თებერვალი. 2017. 02:59


 


ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილ გენერალურ დირექტორის თამარ კინწურაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


საზოგადოებრივ მაუწყებელს" რაც შეეხება: ისე, მართლა, ეს დედაკაცი თამარა კინწურაშვილი რომ გააქტიურდა ახლა ჩემი მისამარათით, მაგაზე გამახსენდა და... ამ ქალმა დაანგრია და დაშალა "პირველი არხი", რომელზეც ახლა ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი! 2006 წელს იქ ვმუშაობდი და ჩემი თვალით ვხედავდი ამ ქალის ჩერჩეტობას იქ! მაშინ დაემხო და დაიქცა ეგ ტელევიზია და პასუხი არავინ უნდა მოთხოვოს? გიგა ბოკერიას პირადი მონა იყო ეს ქალი და გიგა ბოკერია ხელშეუხებელი პერსონა იყო იქ მის დროს! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ქალი ბორდის წევრი იყო თავიდან და მერე ადგა და ბორდის წევრმა საკუთარი თავი დანიშნა გენერალურ დირექტორად! და ამ ქალის დირექტორობის დროს, 20 მილიონი თუ მეტი გაქრა მაგ ტელევიზიის ბიიუჯეტიდან უგზო­უკვლოდ! გადაამოწმეთ ასე თუ არ იყო! აი, ასეთი ამბიციური ტუტუცია ეს "რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი" შტერი! და ასეთი რეგვნები რომ წარმოადგენენ "ევროპას" და "დასავლურ კურსს" ამ ქვეყანაში, რაღაში ჭირდება პუტინს აქ ვინმესთვის ფულის მიცემა - ესენი ავტომატურად თავისივე რეგვნული საქციელით და ლაპარაკით ეწევიან მართლა რუსულ პროპაგანდას! ბუნებრივია - თუკი ევროპა ასეთებით არის წარმოდგენილი, ეს ხომ ევროპის დისკრედიტაციაა? სხვათა შორის, ახლა რომ გაქვთ ერთი ამბავი ატეხილი "საზოგადოებრივზე" გადაცემების დახურვის და ხალხის სამსახურიდან გაშვების შესახებ, აი, ამ რეგვენმა ქალმა თანამშრომლების 80 პროცენტი გაყარა და ბოკერიას ფანებით და ფანატკებით აავსო ეგ არხი, აი მაშინ დახურული გადაცემები და გაშვებული ხალხი არ ვითვლებით? მე პირადად 2006 წლის ყველაზე რეიტინგული პროექტი­"მხიარული რინგი" დამიხურა ამ ქალმა, ისე, რომ მიზეზი არც განუმარტავს! არადა არხის ყველაზე რეიტინგულ პროდუქტად დასახელდა მისივე მოწვეული მარკეტოლოგების მიერ! ეს იყო იუმორისტული კონკურსი! გაიშალა მთელ საქართველოზე და მეორე სეზონზე უკვე რაიონების გამგებლები და ქალაქების მერები იყვნენ დაინტერსებული რომ მათ რაიონებს და ქალაქებს მიეღოთმონაწილეობა! ახლა რომ "რუთავი2"­ზეა "გააცინე და მოიგე" აი, დაახლოებით ეგ ფორმატი იყო და მაშინ ასეთი გადაცემა ჯერ რუსულ და მსოფლიო არხებზეც კი არ კეთდებოდა! ჩემი საავტორო მოფიქრება იყო! რა ვქნა ახლა, სად გავაპროტესტო? ამ "ევროპული ფასეულობების" მატარებელმა ქალმა ისე მოგვისროლა რამდენიმე ასეული თანამშრომელი არხიდან, კომპენსაცია კი არა, განმარტებაც არ მოგვცა! ხომ შეჭმარიტი ევროპაა არა?"- წერს სვანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner