logo_geo
eng_logo
ირაკლი მანაგაძე: უხერხულია თქვენგან სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი - ყველაფერი გვახსოვს!
- +

11 თებერვალი. 2017. 03:02


 

ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:

 

„2004 წელს შეწყვიტა მაუწყებლობა ტელეკომპანია „იბერიამ". 2004 წელი მაუწყებლობა შეწყვიტა ტვ „ევრიკა", 2004 წელსვე, პირველ აპრილს, დაიხურა ტელეკომპანია „მე-9 არხი". 2008 წლიდან ტელეკომპანია „მზემ" შწყვიტა მაუწყებლობა - მანამდე, „მზის" იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული გადაცემა „არჩევანის ზღვარზე" იყო. ირაკლი იმნაიშვილის პოლიტიკური თოქ-შოუ 2005 წლის ივნისში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიხურა. ამას პანტა-პუნტით მიჰყვა ანალიტიკური გადაცემების: „ღამის კურიერი", „ღამის მზერა, „60 წუთი", „რა ხდება", „ტაიმაუტი", „ცაიტნოტი", „ღია ეთერი", „რე აქცია" - გაუჩინარება სატელევიზიო სივრციდან. მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია „202-მა" 2007 წელს დაირბა ტელეკომპანია "იმედი" დაიხურა რამდენიმე რეგიონალური მაუწყებელი. დაიხურა გაზეთები "ეპოქა" "ახალი ეპოქა" "ტრიბუნა" "დილის გაზეთი სხვები და სხვები - ძალიან უხერხულია თქვენს მიერ სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი - ყველაფერი მშვენივრად გვახსოვს, ყველაფერი მშვენივრად ვიცით...", - წერს მანაგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner