logo_geo
eng_logo
მ.პ.გ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარება დაასრულა
- +

27 მარტი. 2016. 21:26


დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ"  დაასრულა რაიონული და საოლქო  პარტიული ორგანზაციების კონფერენციების ჩატარება.


პარტიას დაწყებული აქვს მზადება ყრილობისთვის, რომლის გამართვის თარიღიც საზოგადოებისთვის  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სრულდება პარტიის რეორგანიზაციის პროცესი, რის შემდგომაც პარტია, თითოეული პარტიული ორგანიზაცია აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განახლებული სტრუქტურითა და რესურსებით იწყებს ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებისთვის  მზადებას, რომელშიც  „ქართული ოცნება"  ჩვენი მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერის საფუძველზე დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს .


მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"  მადლობას უხდის პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, რომელთა თანადგომა პარტიის განვითარებისა და წარმატებისა აუცილებელი წინაპირობაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner