logo_geo
eng_logo
„ვურჩევ, ფრთხილად იყოს!“ - დონალდ ტრამპის მიმართვა ირანის პრეზიდენტს
- +

11 თებერვალი. 2017. 11:29


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის „ფრთხილად ყოფნა" ურჩია. თეთრი სახლის ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობს ის ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებაზე, რომ „ნებისმიერი ქვეყანა, ვინც ირანს ემუქრება, ამას ინანებს".

 

„ვურჩევ მას, ფრთხილად იყოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


„სიკვდილი ამერიკას" - გუშინ ამ ლოზუნგით თეირანში ასობით მოქალაქე გამოვიდა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გამართა.


დემონსტრანტები ანტიამერიკულ და ისრაელის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათ ხელში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის კარიკატურები ეკავათ.


დემონსტრანტებს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ირანს მუქარის ენით ვერავინ ესაუბრება. მრავალრიცხოვანი აქცია ირანის ისლამური რევოლუციის 38 -ე წლისთავსაც მიეძღვნა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner