logo_geo
eng_logo
ნიკა კაცია: მე რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გამიშვან, ეს იგივეა...
- +

11 თებერვალი. 2017. 12:20


 

„ვფიქრობ - მე რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გამიშვან, ეს იგივეა, უდანაშაულო ადამიანს მკვლელობა დააბრალო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკა კაცია წერს.

 

„არ მინდა, წამართვან თავისუფლება, რომელიც არავის მოუცია ჩემთვის და თავად ვქმნი რამდენიმე კვადრატულიდან უკიდეგანო ჰორიზონტს. ვიმეორებ, ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიშრომე, ვიმუშავე, ულუკმაპურო და თეთრი ღამეების შედეგად ამ ეტაპამდე მოვედი და თურმე არსებობს გეგმა, უსამსახუროდ დარჩენის და თან ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ახლაც მზად ვართ, პირველის პირველობისთვის, საზოგადოებრივის უპირობო წარმატებისთვის უკანასკნელი სუნთქვა დავთმოთ?! ერთადერთი არ ვარ იმ თანამშრომლებიდან, რომლის გამოც არცერთი მაღალჩინოსანი, ხაზს ვუსვამ, არ შეწუხებულა და სადაც ვარ, ჩემი გამოცდილებითა და პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოვხვდი და თუ გამიშვებენ, რა მოხდება შემდეგ?! ისევ ვიღაცის ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი მოვა?! ისევ სხვას შეუქმნიან ულტრაკომფორტს და იმიტომ, რომ თავის დროზე მსგავსი ჩვენ არ გვაღირსეს, ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი?! რატომ?! ყველანაირი პროფესიის ადამიანი მყავს მეგობრებში, მათ შორის კანონმდებლები და მათაც მივმართავ, სხვისი დახარჯული მილიონების გამო, ჩემი გაზრდილი კრედიტის გაორმაგებით ისევ ჩვენ, უდანაშაულოებმა უნდა ვაგოთ პასუხი?!

 

P.S. როგორი ფორმითაც გენებოთ, ისე შემამოწმეთ - საქმეში. დააკვირდით ნებისმიერ უნარსა და ჩვევას. ოღონდ, გაითვალისწინეთ, სხვა ტელევიზიის შემთხვევაში თუ ათი და მეტი ადამიანი აკეთებს გადაცემას, მეორეზე ორი აკეთებს იმავეს - ცარიელი, დიახ, შიშველი ხელებით!" - წერს ნიკა კაცია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner