logo_geo
eng_logo
„მოსახლეობის უმრავლესობა საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას ემხრობა“
- +

11 თებერვალი. 2017. 18:16



საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებაზე  შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.


ხუციშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უმეტესობა საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებას უჭერს მხარს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოკითხვა არასამთავრობო სექტორმა საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარა.


რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის კანონის გამკაცრებას, შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ კანონი ამ კუთხით ისედაც მკაცრია, თუმცა, განიხილება კიდევ რამდენიმე ვარიანტი. კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო პატიმრობის შეფარდება, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადის გახანგრძლივება და ჯარიმების გამკაცრება.


საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში დღეს კაჭრეთში მსჯელობენ. შეხვედრას მთავრობის, პარლამენტისა და მესამე სექტორის წევრები ესწრებიან. მსჯელობა მიმდინარეობს იმ კანონპროექტზე, რომელიც შსს-ს მომზადებულია და პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა ინიცირებულია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner