logo_geo
eng_logo
ლიტერატურული კონკურსის „ბუკნაჭო პროზა“ დაჯილდოება გაიმართა
- +

11 თებერვალი. 2017. 18:58




ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონკურსის ბუკნაჭო პროზის" დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 60 ავტორმა მიიღო. გამომცემლობა „ბუკნაჭოს" მიერ გამოცემულ წიგნში კი 26 ნაწარმოები დაიბეჭდა. კონკურსის სამ გამარჯვებულს - მაია დიაკონიძეს, სალომე გოგოლაძეს და თინა ჭეჟიას სახსოვრად „ბუკნაჭოს" წიგნები და სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ, ხოლო მთავარი პრიზი - წიგნის გამოცემა - მოიპოვა თინა ჭეჟიამ.


როგორც ორგანიზატორმა ლიკა ჭელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ლიტერატურულ კონკურს „ბუკნაჭოში" მონაწილეობა ნებისმიერ ავტორს შეეძლო როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.


„უკვე მეორე წელია, რაც ვატარებთ ლიტერატურულ პროექტს „ბუკნაჭო". სულ დაახლოებით 60 ნაწარმოები იყო შემოსული, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ  შეაფასა. კრებულში შევიდა 26 ავტორი. რაც შეეხება ნაწარმოებებს, ეს არის საბავშვო თემატიკაზე შექმნილი პროზაული ნაწარმოებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, კითხვის სურვილს დაუბრუნებენ ბავშვებს", - განაცხადა ლიკა ჭელიძემ.


როგორც გამარჯვებულმა თინა ჭეჟიამ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულის საჩუქარი წიგნის გამოცემაა.


„ჩემი 80 საბავშვო მოთხრობა არის გამოქვეყნებული, თუმცა მხოლოდ ერთი წიგნი გამოვეცი, ვერ წიგნი ვერ გამოვეცი, რადგან ამის საშუალება არ მქონდა. ახლა კი, ეს პრიზი, რომ ჩემი მეორე წიგნი უნდა გამოსცენ, ჩემთვის რაღაც საოცრებაა", - აღნიშნა ჭეჟიამ.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner