საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 31:6 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა. მატჩის პირველი ლელო 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გაიტანა. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.
შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე წუთზე კი „ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.
საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგოძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით დაფისირდა - 31:6.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 საათზე, რუსთავში გაიმართება.