საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„საოცრებათა ქვეყანა არ ვართ ახლა ჩვენ? მედიის თავისუფლებაზე მიტინგს ის ხალხი ატარებს, ქართული თავისუფალი მედია რომ დაასამარა და... „საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარებაზე და რეფორმებზე ის ხალხი გველაპარაკება ჩვენც და ახალ დირექციასაც აბოლებს, იმ 410 მილიონიდან კაი დიდი ლუკმა რომ აქვთ „მოციცქნილი" და ტელევიზიაც მაგათ გამოა ასეთ „ბედნიერ" დღეში", - წერს გიორგი ფოფხაძე.