logo_geo
eng_logo
პარიზში ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

11 თებერვალი. 2017. 21:49



პარიზში ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ამირან პაპინაშვილმა უმჩატეს წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში იაპონელ მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან წააგო, რეპეშაჟში კი ფრანგ ვინსენტ ლიმარეს დამარცხების შემდეგ, სამხრეთკორეელ ჩანიეონგ კიმს ვაზარით აჯობა.


მეოთხედფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან მონღოლ ხერლენ განბოლდთან ვაზარით გაიმარჯვა.


73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ფრიდონ გიგანმა პირველივე ორთაბრძოლა დათმო.


12 თებერვალს ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner