logo_geo
eng_logo
შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება
- +

27 მარტი. 2016. 22:42


შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს ხვალ ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარდება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 10 საათს გასტანს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ვანო ჩხაიძემ გადაცემაში „იმედის დრო" განაცხადა.


"სიმძიმე განპირობებულია სიმაღლიდან ვარდნით მიღებული მრავლობითი დაზიანებებით. ის იმყოფება ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს ჩატარებული დამატებითი კვლევებით, დაზიანებების ხარისხი და ზუსტი ადგილი იდენტიფიცირებულია, ხვალისათვის იგეგმება ოპერაციული ჩარევა უპირველესად ნეიროქირურგის და შემდეგ ტრავმატოლოგის ჩარევის შედეგად.

 

იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ძირითადი პრობლემები ხერხემალთან, ბარძაყისა და მხრის ძვლის დაზიანებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხემლის დაზიანებაა და ხვალ სწორედ ხერხემლის დაზიანების კორექციით დავიწყებთ", - განაცხადა ვანო ჩხეიძემ.


შორენა ბეგაშილის შვილი მეხუთე სართულიდან გუშინ გადმოვარდა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner