logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ის წელიწადნახევარი ახლაც მძიმე ტვირთად მაწევს - 14 წლის შემდეგაც...
- +

12 თებერვალი. 2017. 03:08



მედიაკავშირ „ობიქტივის" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„2002-2003 წლებში მხოლოდ წელიწადნახევარი ვიმუშავე სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ - პრეზიდენტის პრესსამსახურის კურატორად, და ხანდახან პრეზიდენტის პრესმდივნის მოვალეობის შესრულებაც მიწევდა... თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი პრეზიდენტს, დღეში რამდენჯერმე ვესწრებოდი შეხვედრა-თათბირებს...

 

ჰოდა, ის წელიწადნახევარი ახლაც მძიმე ტვირთად მაწევს - 14 წლის შემდეგაც.

 

იცით, რატომ?

 

იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი: რაც იმ წელიწადნახევრის განმავლობაში ვნახე და მოვისმინე, თუ მაშინვე არ იყო საჯაროდ სათქმელი და გამოსაქვეყნებელი, ახლაც და მომავალშიც არ უნდა ვთქვა!

 

ეს(ეც) არის სახელმწიფოს სამსახურში ჩამდგარი კაცის ვალდებულება!

 

რა სჭირს ამ ხალხს, რას დაუგრძელებიათ ენები?!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner