logo_geo
eng_logo
საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება
- +

12 თებერვალი. 2017. 11:36




BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ავიაბომბის გაუვნებელყოფისთვის ხელისუფლება 72 ათასი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს.


მედიის ცნობით, ევაკუაცია, რომელიც დღეს დაიწყებვა, მთავრობას 9,5 ათასი ევრო დაუჯდება.


ბომბის გაუვნებელყოფაში მონაწილეობას 100 სამხედრო 300 მოხალისე მიიღებს. ბომბს, რომელიც მიწაში 5 მეტრის სიღრმეზეა, პოლიგონზე გადაიტანენ და გაანადგურებენ.


4 თებერვალს, 250-კილოგრამიანი ბომბი კორდელიოს რაიონის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს, რა დროსაც უსაფრთხოების მიზნით 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, თუმცა სამუშაოები რამდენიმე დღით გადადეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner