სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა კვლავ გამოსცადა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აღნიშნული მოვლენა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა.
მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ფხენიანის ქმედება დაგმო და იაპონიის მთავრობის მეთაურს მხარდაჭერა გამოუცხადა. თავის მხრივ სინძო აბემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაუშვებელია.