ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის საპასუხოდ იაპონიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„აშშ იაპონიას, როგორც მოკავშირეს 100%-ით უჭერს მხარს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.