დღეს გერმანიაში ფედერალური საკრებულო 1260 ადამიანის მონაწილეობით ახალ ფედერალურ პრეზიდენტს ირჩევენ. ამ პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრის, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს აქვს.
ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტი სხდომას გახსნის. კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ორ საათს გასტანს, ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
თუკი ერთ-ერთი კანდიდატი სულ მცირე, 631 ხმას მიღებს, არჩევნები ამით დასრულდება.
გერმანული მედია ვარაუდობს, რომ დღევანდელი არჩევნებში მეორე ტური აღარ გაიმართება. მათივე ინფორმაციით, 61 წლის შტაინმაიერს მხარს უჭერენ არა მხოლოდ მისი პარტია - სოციალ-დემოკრატები, არამედ ქრისტიან-დემოკრატთა კავშირიც.