logo_geo
eng_logo
გუჯა შვანგირაძე: ყურადღება! სიახლე!
- +

12 თებერვალი. 2017. 15:34




გიორგი შავგულიძის დამოუკიდებელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ყურადღება! სიახლე!

 

მივმართავ ჩემს სამეგობროში მყოფ მწერლებს, პოეტებს, დრამატურგებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, და სხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს...

 

მე, როგორც შავგულიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილი ვარ განვაცხადო.

 

12 თებერვლიდან შავგულიძის თეატრი სიახლეს გთავაზობთ. წარმოდგენის შემდეგ დაგითმობთ სივრცეს და უფასოდ, უფასოდ!

 

და საშუალებას მოგცემთ, თქვენი შემოქმედება გააცნოთ რეალურ საზოგადოებას,..

 

უფრო მეტიც, თქვენ ამაში იქით გადაგიხდიან თანხას.

 

დროა უკვე „ნაღდი" შემოქმედება და „ნაღდი" ნიჭი დაფასდეს!

 

და დაფასდეს რეალურად!

 

და პრეცედენტი ამ სიახლისა შედგება 4 მარტს, და პირველად ვისაც მოვიწვევთ, პოეტი, ნაღდი პოეტი, დიდი პოეტი საშა გველესიანი იქნება.

 

დიახ!

 

დროა უკვე „ნაღდი" ნიჭი დაფასდეს!" - წერს გუჯა შვანგირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner