შვეიცარიაში მიგრანტებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხზე რეფერენდუმის ფარგლებში მსჯელობენ.
რეფერენდუმის პირობების თანახმად, დადებითი პასუხის შემთხვევაში ცვლილება მხოლოდ მიგრანტების მესამე თაობას შეეხება, რომლიც შვეიცარიაშია დაბადელი. იმ ადამიანების ასაკი, რომლებიც მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ, 25 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონფედერაციის ტერიტორიაზე დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბავშვი მოქალაქეობას ავტომატურად არ იღებს, შვეიცარიაში ჩასულ ზრდასრულ ადამიანს კი მოქალაქეობის მისაღებაზე განაცხადის შესატანად 12-წლიანი ლოდინი უწევს.
ინიციატივის მომხრეები აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება შვეიცარიაში გაატარეს, არასწორია მოსთხოვო იმის დამტკიცება, რომ საზოგადოებასთან ნამდვილად ინტეგრირდნენ.
მოწინააღმდეგეები კი განმარტავენ, რომ გამარტივების დაშვება მომავალ გამარტივებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, ყველა მიგრანტს შვეიცარიის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. მოწინააღმდეგეები ქუჩებში ბანერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ჩადრით შემოსილი მუსლიმი ქალია გამოსახული, სლოგანი კი გულისხმობს, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივება ქვეყნის ისლამიზაციას გამოიწვევს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შვეიცარიას მოქალაქეობის გაცემის გამარტივების სამი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.