საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დიალოგი უკვე დაიწყო.
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის პოზიციას და ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და განვიხილოთ ნებისმიერი მიდგომა, ისინიც კი, რომლებიც ჩვენ მიდგომებს ეწინააღმდეგება. რუსეთმა უკვე დაიწყო დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური იქნება, როგორც კი ადმინისტრაციის მთლიანი ფორმირება მოხდება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს შეთანხმება ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანთან, რუკს თილერსონთან შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ.