logo_geo
eng_logo
პარიზის შემოგარენში გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა
- +

12 თებერვალი. 2017. 17:19



სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შემოგარენში გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლების ცნობით, დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2000-მდე ადამიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად შეიკრიბა.


დემონსტრანტებს ხელში ტრანსფარანტები ეკავათ, წარწერით „პოლიცია ძალადობს", „პოლიცია კლავს უდანაშაულოებს". სამართალდამცველები ასევე განმარტავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებს რადიკალებიც შეუერთდნენ. მათ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის თანამშრომლებმა არეულობის შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


ბობინიში საპროტესტო აქციის მიზეზი პარიზის სხვა გარეუბანში პოლიციის თანამშრომლების მიერ 22 წლის შავკანიანი მამაკაცის დაკავება გახდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner