„დოიჩე ველე"-ს ინფორმაციით, NATO-მ რუსეთი 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დეზინფორმაციული კამპანიის გაძლიერებაში დაადანაშაულა.
NATO-ს მონაცემებით, რუსულმა მედიაკომპანიებმა „Sputnik" და „Russia Today"-მ არაერთხელ გამოაქვეყნეს ყალბი მასალები.
„ყირიმის ანექსიის შემდეგ, NATO-ს საქმე აქვს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების არსებით ზრდასთან", - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.
მისი ინფორმაციით, სპეციალურმა ვებგვერდმა, რომელიც ალიანსმა 2014 წელს შექმნა, NATO-ს შესახებ რუსეთის 32 მითი დააფიქსირა, რომლებიც ზემოხსენებულ და რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ სხვა მედიასაშუალებებში სისტემატურად გამოიყენება.