logo_geo
eng_logo
NATO-მ რუსეთი დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებაში დაადანაშაულა
- +

12 თებერვალი. 2017. 17:49



„დოიჩე ველე"-ს ინფორმაციით, NATO-მ რუსეთი 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დეზინფორმაციული კამპანიის გაძლიერებაში დაადანაშაულა.


NATO-ს მონაცემებით, რუსულმა მედიაკომპანიებმა „Sputnik" და „Russia Today"-მ არაერთხელ გამოაქვეყნეს ყალბი მასალები.


„ყირიმის ანექსიის შემდეგ, NATO-ს საქმე აქვს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების არსებით ზრდასთან", - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.


მისი ინფორმაციით, სპეციალურმა ვებგვერდმა, რომელიც ალიანსმა 2014 წელს შექმნა, NATO-ს შესახებ რუსეთის 32 მითი დააფიქსირა, რომლებიც ზემოხსენებულ და რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ სხვა მედიასაშუალებებში სისტემატურად გამოიყენება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner