logo_geo
eng_logo
ჰამბურგის აეროპორტიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

12 თებერვალი. 2017. 18:28



ჰამბურგის აეროპორტიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც 50-მდე ადამიანი უცნობი ტოქსიკური ნივთიერებით მოიწამლა. მათ სუნთქვის უკმარისობა და თვალების წვა აწუხებდათ.


ერთი საათის შემდეგ, მგზავრები შენობაში შეუშვეს, მაგრამ მგზავრთა კონტროლის ზონა კვლავაც დახურულია.


ამ დროისთვის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.


მაშველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება. მომხდარის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner