ჰამბურგის აეროპორტიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც 50-მდე ადამიანი უცნობი ტოქსიკური ნივთიერებით მოიწამლა. მათ სუნთქვის უკმარისობა და თვალების წვა აწუხებდათ.
ერთი საათის შემდეგ, მგზავრები შენობაში შეუშვეს, მაგრამ მგზავრთა კონტროლის ზონა კვლავაც დახურულია.
ამ დროისთვის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.
მაშველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება. მომხდარის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.