logo_geo
eng_logo
„მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხის კერპად აქცია!“
- +

12 თებერვალი. 2017. 19:47


 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში London Magazine On Gentlman's monthly Intelligencer-ში 1755 წელს დაბეჭდილი ერეკლე მეფის დახასიათებას აქვეყნებს:

 

„London Magazine On Gentlman's monthly Intelligencer"-ში 1755 წელს დაბეჭდილი ერეკლე მეფის დახასიათება:

 

„თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო, ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. მე ჰერაკლიუსის ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი, პრინცისაგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს", - წერს ტომარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner