ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმა, ევროსტატმა ბლოკის წევრ ქვეყნებში არსებული მინიმალური ხელფასების შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა. 2017 წლის 1 იანვრისთვის, ევროსტატმა ბლოკის 28 ქვეყნიდან 22-ის მინიმალური ხელფასის ოდენობა დაადგინა. კვლევაში არ მონაწილეობდნენ დანია, იტალია, კვიპროსი, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, რადგან ამ ქვეყნებში ოფიციალური მინიმალური ხელფასი განსზღვრული არ არის.ქვეყნები ჯგუფებად არის სტრუქტურირებული: ევროკავშირის აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის ქვეყნები.
ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებში საშუალო ხელფასის ოდენობა - 500 ევროა. მინიმალური ყოველთვიური ხელფასი ბულგარეთში 235 ევროა, რუმინეთში - 257, ლატვიასა და ლიტვაში - 380 ევრო, ჩეხეთში - 407 ევრო, უნგრეთში - 412 ევრო, ხორვატიაში - 433 ევრო, სლოვაკეთში - 435 ევრო, პოლონეთში - 453 ევრო და ესტონეთში - 470 ევრო.ევროკავშირის სამხრეთის 5 ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობა მერყეობს თვეში 500-დან 1000 ევრომდე: პორტუგალია - 650 ევრო, საბერძნეთში - 684 ევრო, საბერძნეთში - 684 ევრო, მალტაში - 736 ევრო, სლოვენიაში - 805 ევრო, ესპანეთში - 826 ევრო. ბლოკის ჩრდილოეთის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის დადგენილი ოდენობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით 1000 ევრო თვეში: დიდი ბრიტანეთი - 1397 ევრო, საფრანგეთი - 1480 ევრო, გერმანია - 1498 ევრო, ბელგია - 1532 ევრო, ჰოლანდია - 1552 ევრო, ლუქსემბურგი - 1999 ევრო, ირლანდია - 1563 ევრო.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ყველაზე მაღალი მინიმალური ყოველთვიური ხელფასი ყველაზე დაბალს 9-ჯერ აღემატება, ხოლო თუ გამოვრიცხავთ ფასთა სხვაობას სხვადასხვა ქვეყნებში, თანაფარდობა 1:3-ზეა. 2008 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად მინიმალური ხელფასის ოდენობა გაიზარდა ბულგარეთში - 109%-ით, რუმინეთში - 99%-ით, სლოვაკეთში - 80%-ით, ესტონეთში - 69%-ით, ლიტვაში - 64%-ით. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ ხნის განმავლობაში მინიმალური ხელფასი შემცირდა (-14%) საბერძნეთია.