logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ განწმენდა ცოდვებისაგან...
- +

27 მარტი. 2016. 23:49


სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, დღეს პატრიარქმა პირველი საკვირაო წირვა ჩაატარა.


ილია მეორემ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია წელს 1 მაისს აღნიშნავს.



„როცა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოდის აღდგომის წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ახლავს უფალს. ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ განწმენდა ცოდვებისაგან, რომ ნათელმა ქრისტესმა დაიმკვიდროს ჩვენს შორის. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მატარებელი იმ ღვთაებრივი ნათებისა."- მიმართა პატრიარქმა მრევლს. 


ქადაგების ბოლოს უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner