logo_geo
eng_logo
ბოლო ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ბერლინიდან
- +

12 თებერვალი. 2017. 21:45


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციით ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს განუცხადა. როგორც შარტავა იუწყება, პატრიარქის ოპერაცია დაგეგმილია 13 თებერვალს.


„ხვალ კეთდება ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. ექიმის ენით რომ გითხრათ არანაირი ჩივილები არ აქვს. თავიდან კლინიკაში იმიტომ მივედით, რომ მოვლენები შესაძლოა ისე განვითარებულიყო სასწრაფო ოპერაცია დაჭირვებოდა, მაგრამ ყველაფერი არის ნორმალურად. საქართველოში დაწყებული მკურნალობის შედეგიც არის ის, რომ ასე მოხერხდა კარგად ორგანიზება ოპერაციის. გეგმიურად მიდის ოპერაცია", - განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner