logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს!
- +

12 თებერვალი. 2017. 22:49



„ჩამოვთვალოთ შეტევა „იმედზე", რომელსაც მოჰყვა ტელევიზიის დახურვა. ტელეკომპანია „მაესტროს" შევიწროვება, ასევე „ობიექტივის", ანტენების დევნა, ჟურნალისტების დაპატიმრება ამ ყვეაფრის ავტორი ადამიანები გვიკითხავენ დღეს მორალს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედის დროში" ჩართვისას ისაუბრა. თალაკვაძემ ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დასძინა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არანაირი ინტერესი არ გააჩნია.

 

„თუ დღეს „რუსთავი 2"-ს ვინმე უშლის ხელს სიტყვის თავისუფლებაში, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი და ბატონი ნიკა გვარამია, რომელიც ამ ტელევიზიას 80%-ით პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. „რუსთავი 2" პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეს „ნაციონალური მოძრაობის" მარწუხებისგან. ჩვენს არანაირ ინტერესში არ შედის ჩავერიოთ მის სარედაქციო პოლიტიკაში",- განაცხადა თალაკვაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner