logo_geo
eng_logo
ნატა ნაზღაიძე: მხოლოდ ერთი დასკვნა არსებობს...
- +

12 თებერვალი. 2017. 23:22



მოსამართლე ნატა ნაზღაიძე გადაცემა „იმედის დროსთან" მიცემულ ინტერვიუში მისი ძმის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მოსამართლე აღნიშნავს, ის ზვიად ნაზღაიძესთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ  ძმის ქონების დეტალებით არ ინტერესდება. მისივე თქმით, „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის გამო, ის და მისი კოლეგები ცილისმწამებლური განცხადებების მსხვერპლი არაერთხელ აღმოჩნდნენ.


„ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ როგორც მან არ იცის მე რა საქმეს ვიხილავ, რა დეტალია, ასე ვარ მასთან ურთიერთობაშიც. ვიცი რომ რაღაც შეიძინა, მაგრამ კონკრეტული პირობა, ვისთან როგორ, ეს ინფორმაცია არ არის ჩემთვის ცნობილი.

 

აქ მხოლოდ ერთი დასკვნაა. აშკარაა, რომ აქ სხვა დასკვნა არ არსებობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემი როგორც მოსამართლის, არა როგორც ზოგადად, არამედ როგორც კონკრეტულად „რუსთავი 2"-ს საქმის მოსამართლის მიმართ, რომელიც ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება",- აღნიშნავს ნაზღაიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner