საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი სქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს.
ქვეყნის უსაფრთხოების პოლიოტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებენ სტრატეგიული დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. სტრატეგიამ პასუხი უნდა გასცეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და განსაზღვროს საყოველთაოდ აღიარებული საერთო ეროვნული პრიორიეტეტების - ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სტაბილურობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია - განხორციელების მექანიზმები.
„ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ახლებური მიდგომების აუცილებლობა გამოწვეულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებითა და საფრთხებიის ხასიათის მრავალფეროვნებით. გლობალური გამოწვევების პირობებში, აუცილებელია შევისწავლოთ მიმდინარე პროცესები და განვაახლოთ მიდგომები, ადექვატური პასუხები გავცეთ არსებულ გამოწვევებს.
საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლიერებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს - ეროვნულ სიმტკიცეს და მედეგობას, რაც საკვანძო საშუალებაა თანამედროვე, პირდაპირ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში.
იმედი გვაქვს, რომ ღია, არაბიოროკრატიული პროცესი უსაფრთხოების სექტორის უწყებებთან, უსაფრთხოების თემთან, ეროვნულ და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედიასთან და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით წარიმართება", - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.