სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის დაცვა დროებით გაძლიერდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მან დაცვის გაძლიერება ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს დაუკავშირა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა.სოსო ოხანაშვილმა ასევე არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
„ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.