logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ეთერში ის გადაცემა დარჩება, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს!
- +

12 თებერვალი. 2017. 23:38



„საზოგადოებრივი მაუწყებლის"  გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 101 გადაცემა, რომლის შეჩერებაც იგეგმება, 45 დღის განმავლობაში არ გაჩერდება. ამის შესახებ მაღლაფერიძემ გადაცემა „იმედის დროში" განაცხადა.


„დღეს ყველა პლატფორმაზე 101 გადაცემა მიმდინარეობს. შეჩერება ეს არის იურიდიული ნაბიჯი. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს გადაცემები 45 დღე ეს გადაცემები ეთერში დარჩება.

 

ამასობაში, სრულიად გამჭირვალე და თვლადი კრიტერიუმებით, რომელსაც საზოგადოება და ბორდიც ნახავს, აღნიშნული გადაცემები შეფასდება და რომელიც გადაცემაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ის გადაცემები დარჩება",- აცხადებს მაღლაფერიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner