განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში სკოლის პერიოდი გაიხსენა. ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა და ფიზიკა უყვარდა, თუმცა ქართულს საშუალოდ სწავლობდა.
„ერთი სახელი თუ შეიძლება დავარქვათ და ერთი სიტყვით აღვწეროთ ეს ყველაფერი, პასუხი არის დედაჩემი. ანუ ძალისხმევა, რომელიც დედაჩემს დაუჯდა, რომ ყველა საგანში თანაბარი ძალისხმევა დამეხარჯა, წარმოუდგენელი იყო იმიტომ, რომ რაც მიყვარდა, ნამდვილად მიყვარდა. თავიდანმე მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა. არ მიყვარდა სხვათაშორის კომაროვამდე ქართული, რომელსაც საშუალოდ ვსწავლობდი და შეგუებულნიც იყვნენ ჩემს წინა სკოლაში, პირველ ექსპეიმენტულში ვსწავლობდი და ისე იყო, ახლა ბიჭი ფიზიკა მათემატიკას კარგად სწავლობს და ცოტა ოთხიანები რომ გამოურიოს ქართულში, რა უჭირს.
საზეპიროებზე მაგრად ვწვალობდი. თან ვერ ვხვდებოდი, მაშინაც ვერ ვხვდებოდი მართალი გითხრათ, რად მინდა და სულ ვკითხულობდი. სხვათაშორის მერე კომაროვში მყავდა ზღაპრული ქართულის მასწავლებელი, არაჩვეულებრივი ლამარა მემარნიშვილი და პირველი იყო, ვინც თავი გაიცხელა, რომ აეხსნა თუ რატომ ვსწავლობდი საზეპიროებს. მოკლედ, ესთეტიკაზე მიექცია ყუარდღება და ეთქვა, რაც არ არის ესთეტიკური ის არ უნდა ისწავლო. საერთოდ ესეთი ტიპი ვარ, რომ თუ ვერ ავუხსენი ჩემს თავს, ან თუ ვინემმ კარგად არ ამისხნა რატომ, აი მერე ძალიან მიჭირს",- განაცხადა ჯეჯელავამ.