მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ლიბერალ-სოროსელები ისევ რევოლუციის სიმულაციას აკეთებენ გარედან, რათა არ მოხდეს ნამდვილი რევოლუცია შიგნიდან. ჩვენ გვჭირდება რევოლუცია შიგნიდან, ეს მთელი პოლიტიკური ნაგავი გარედანაა სტიმულირებული. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები რომელსაც ქართველი ხალხი მოახდენს, რეფორმები რომელიც ნამდვილად სჭირდება აქ მაცხოვრებელ ხალხს და არა რაიმე საერთაშორისო ინსტიტუტს ან კავშირს!
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ გარედან ინსპირირებული ხელისუფლების სუროგატული ცვლილება!", - წერს გლურჯიძე.