logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: მადლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სიმახინჯის დანერგვისათვის!
- +

28 მარტი. 2016. 00:42


ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს:



„წუთით წარმიდგინეთ, რომ თქვენთვის საძულველი შეხედულებების ადამიანი თქვენი ახლო ნათესავია (ოჯახის წევრი), ან თქვენი გადამრჩენელი - ექიმი რომელმაც სიკვდილს გამოგტაცათ. სავარაუდოდ, მსგავს შემთხვევაში დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებით ვიხელმძღვანელობთ - „მცდარი იდეების მატარებელი კარგი ადამიანია", და თუ ის არც ექიმია და არც ნათესავი - „ის მტერია, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაში არ არის".


შეუწყნარებელია თითქმის ყველა. ხშირად ისინიც ვინც სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმებიდან შემწყნარებლობას „ქადაგებენ". ( პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ე.წ. ელიტის უდიდესი ნაწილი) ჩვენი ქართული შეუწყნარებლობა თითქმის რელიგიურ ხარისხშია აყვანილი. ის არის რწმენა, რომ მიუღებელი ადამიანები მტრებად და ნაძირლებად უნდა გამოაცხადო. შეუძლებელია განიხილებოდეს რაიმე ადამიანური ურთიერთობა მათთან. მას შემდეგ რაც ადამიანები იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეები ხდებიან, ისინი თითქოს საკუთარ ადამიანურ სტატუსს კარგავენ, მორალური და ცივილური თანაცხოვრების წესები მათზე აღარ ვრცელდება. ადამიანური თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ აკრძალულია. პირიქით, გამუდმებით უნდა გამოიხატოს მრისხანე მიუღებლობა და სამარცხვინო დაღდასმა. თუ შემთხვევით გამოტოვე დაღდასმის რიტუალი, შეძლება მტრისადმი სიმპატიაში ეჭვმიტანილი გახდე - და რა შეიძება იყოს ამაზე საშინელი?


ხალხი რატომღაც მიეჩვია აზრს, რომ მეზობური ურთიერთობა (სალამი) იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეთან მისი სოფლმხედველობის გაზიაების ტოლფასია, რომ ეს ერთგვარი დათმობაა. ყველაფერი პირიქით არის - როდესაც არგუმენტების ადგილს ბრმა რიტორიკა იკავებს, ის მხოლოდ აძლიერებს შეხედულებებს რომელთა წინააღმდეგადაც თეორიულად მიმართულია.


რამდენად დემოკრატიულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს რიტორიკა, რეალურად ის სამოქალაქო ომების და იდეოლოგიური დიქტატურების რიტორიკაა. დარწმუნების ნაცვლად ის დათრგუნვის და განადგურებს ხერხებს ეძებს.


p.s. მადლობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამ სიმახინჯის დანერგვისათვის!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner