logo_geo
eng_logo
რას უკავშირდება ბერლინში პატრიარქის დაცვის გაძლიერება - ანზორ ჩუბინიძის განცხადება
- +

13 თებერვალი. 2017. 12:05



„პატრიარქს არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს.


ანზორ ჩუბინიძე ბერლინში თავისი ყოფნის მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მისი გერმანიაში გამგზავრების მიზანი პატრიარქისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.


„საპატრიარქოს უსაფრთხოება მუდმივად იყო ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სპეცსამსახურების მზრუნველობის საგანი. პატრიარქი უკვე წაიყვანეს საოპერაციოდ და კარგი იქნება, ყველა ამის გარშემო გავერთიანდეთ", - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე „გურიანიუსთან" ინტერვიუში.


მისივე თქმით, პატრიარქის დაცვის გაძლიერება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს უფრო პრევენციული ხასიათისაა და უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner