logo_geo
eng_logo
დასავლური ქრისტიანული ეკლესიები აღდგომას აღნიშნავენ
- +

28 მარტი. 2016. 00:49


დასავლური ქრისტიანული ეკლესიები  - კათოლიკეები და პროტესტანტები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.


ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულად სააღდგომო მესა ჩაატარა. თავის საააღდგომო მიმართვაში, რომის პაპმა ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებზე ისაუბრა. პონტიფიკოსმა მორწმუნეებს პესიმიზმისა და შიშის დამარცხებისკენ მოუწოდა. "ნუ მივცემთ შიშა და სიბნელეს ჩვენი გულების დაპყრობის უფლებას", - განაცხადა ფრანცისკე პირველმა.


 მოგვიანებით, რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეკრებილ მრევლს აივნიდან დალოცავს ტრადიციული მიმართვით "Urbi et Orbi".


დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული ხშირად არ ემთხვევა. წელს მართმადიდებელი ქრისტიანები და იულისის კალენდრიით მცხოვრები სხვა ეკლესიები, აღდგომას 1 მაისს იზეიმებენ.


2017 წელს კათოლიკეები და მართლმადიდებლები ამ დღესასწაულს ერთად იზეიმებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner