logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 თებერვალი. 2017. 13:43




გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე, დასრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები განიხილეს.

 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა რეგიონში მოქმედი და თავიანთ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ გურიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დოკუმენტი. ასევე, ვისაუბრეთ კურორტ ბახმაროში სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტორის დაინტერესებასა და სამომავლოდ ზამთრის კურორტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე", - განაცხადა გუბერნატორმა.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ინტერესშიც შედის.


სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner