logo_geo
eng_logo
გეგმავდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე უშუალოდ პატრიარქის მოწამვლას - ირაკლი შოთაძის განცხადება
- +

13 თებერვალი. 2017. 14:38




მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე უშუალოდ პატრიარქის მოწამვლას და არის თუ არა იგი დაკავებული უშუალოდ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.


როგორც შოთაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მტკიცებულებებით გამოკვეთილია რამდენიმე ვერსია, რა მიმართულებითაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


„არ მითქვამს ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწამვლაზე. მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, იმ მტკიცებულებაზე, იმ ბრალეულობაზე, რომელიც გაგვაჩნია. ამ ეტაპზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება. კონკრეტულად პიროვნებებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამან შეიძლება საგამოძიებო ინტერესები დააზიანოს", - განაცხადა შოთაძემ.


მისივე ინფორმაციით, კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც მზადდებოდა მკვლელობის მცდელობა, იდენტიფიცირებულია, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც და გამოძიება გრძელდება.


ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, საქმის მასალებში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები - აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, თუმცა, მათი გასაჯაროება პროკურატურას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner