logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 13 პირი დააკავეს
- +

13 თებერვალი. 2017. 15:17



 

„თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე 13 პირია დაკავებული", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს.


თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ქონების გადაცემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner